გააციფრულეთ ბიზნესი
და გაზარდეთ
მარტივად
2025 წელს ბიზნესის ინტერნეტ სივრცეში წარმატებით ინტეგრაცია აუცილებელია. ჩვენ გთავაზობთ თქვენთვის ინდივიდუალურად მორგებულ ციფრულ სერვისებს, რომლებიც დაგეხმარებათ რომ გახსნათ მაქსიმალური პოტენციალი ციფრულ სამყაროში.
სერვისები
რას გთავაზობთ?
გრაფიკული დიზაინი
ადამიანები პირველ რიგში ვიზუალურ ნაწილს აღიქვამენ. გრაფიკული დიზაინის სერვისები, დაეხმარება თქვენს ბრენდს რომ გამოიყოს სხვებისგან და მოიზიდოს მეტი აუდიტორია. შეგიქმნით დიზაინს, რომელიც შეესაბამება თანამედროვე სტილს და სტანდარტებს.
საიტის დამზადება
ნებისმიერი ბრენდისთვის გამოსადეგია საიტის დამზადება, ეს ქმნის მეტი სანდოობის და პროფესიონალიზმის შეგრძნებას. ჩვენ ვამზადებთ გამართულ, ვიზუალურად მომხიბვლელ და სხვადასხვა მოწყობილობებზე მორგებულ ვებ-საიტებს, გათვალისწინებული ბრენდის სპეციფიკით და ვიზუალური იდენტობით.
SEO ოპტიმიზაცია
ყველა ჩვენ მიერ დამზადებული საიტი, იქნება მორგებული საძიებო სისტემებისთვის, რათა შევუწყოთ ხელი მათი რეიტინგის ამაღლებას, შესაბამისად ძიებისას მაღალ პოზიციაზე გამოჩენას. ვითვალისწინებთ ყველაფერს: კონტენტის ოპტიმიზაციას (საიტის ჩატვირთვის სიჩქარეს), მეტატეგებს, ტექსტუალურ მასალას და ა.შ.
Re-ბრენდინგი
უკვე გაქვთ ყველაფერი ჩამოთვლილი და გაუმჯობესება გინდათ? ამ შემთხვევაშიც სწორ ადგილას მოხვდით!
ვის გამოადგება ჩვენი მომსახურება?
კომპანიებს, სტუდიებს, სააგენტოებს
ონლაინ მაღაზიებს, კატალოგებს
ბლოგერებს, პუბლიცისტებს, იუთუბერებს
საგანმანათლებლო და სხვა სოციალურ დაწესებულებებს
ფრილანსერებს, თვითდასაქმებულებს
და ბევრ სხვას!
ჩვენ შესახებ
ჩვენს შესახებ
რატომ ჩვენ?
ჩვენ ვართ ციფრული სააგენტო, რომელიც აერთიანებს ესთეტიკასა და ფუნქციონალს — რადგან გვჯერა, რომ ეფექტური შედეგი სწორედ ამ ორი ელემენტის ბალანსით მიიღწევა.
მიგვაჩნია, რომ ტექნიკური შესრულების გარდა, წარმატებული თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანია გამჭირვალე და ეფექტური კომუნიკაცია. ჩვენ ვსწავლობთ თითოეული დამკვეთის სპეციფიკას, რათა მივიღოთ მიზანმიმართული, ეფექტური გადაწყვეტილებები.
ვთანამშრომლობთ ბრენდებთან, რომლებსაც სურთ განვითარება ხარისხიანად და სწრაფად. ყოველი წარმატებული პროექტი აძლიერებს ჩვენს მოტივაციას რომ გავიზარდოთ და გადავლახოთ ინოვაციური, შემოქმედებითი საზღვრები.
პრიორიტეტები
სამუშაოს სისწრაფე
ეფექტური კომუნიკაცია
სანდო თანამშრომლობა
საუკეთესო შედეგი
პორტფოლიო
ჩვენ ვთანამშრომლობდით








უახლესი ნამუშევრები
პროცესი და ფასები
სამუშაო პროცესი
საიტის დამზადება და ზოგიერთი გრაფიკული სამუშაო კომპლექსური პროცესია, რომელიც მოითხოვს კომუნიკაციის რამოდენიმე ეტაპს.
ჩვენ დავყავით ეს პროცესი ოთხ ძირითად ეტაპად:
I ეტაპი
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება დამკვეთთან. ვაჯამებთ დეტალებს, ვათანხმებთ ანგარიშსწორების საკითხს და ვადებს, რის შემდეგაც ვიწყებთ მუშაობას.
II ეტაპი
წარმოგიდგენთ პროექტის მონახაზს, ვაზუსტებთ სხვადასხვა დეტალს და საჭიროების შემთხვევაში ვაკორექტირებთ, რის შემდეგადაც ვიწყებთ პროექტის საბოლოო იერსახის განხორციელებას.
III ეტაპი
პროექტის დასასრული. ამ ეტაპზე გაბარებთ საბოლოო ნამუშევარს, საიტის შემთხვევაში სამართავ სრულ ნაკრებს, გრაფიკული დიზაინის შემთხვევაში ვიზუალის სრულ და სურვილის შემთხვევაში კომპრესირებულ ვერსიებს.
IV ეტაპი
ყოველ დასრულებულ საიტზე გავცემთ გარანტიას. ასევე შესაძლოა შეთანხმება ხანგრძლივი ტექნიკური მომსახურების სერვისზე და სხვა ხანგრძლივ სერვისებზე (მაგ. ქოფირაითინგი ბლოგისთვის)
საორიტენტაციო ფასები
ქვემოთ მაგალითისთვის მოცემულია სერვისების პაკეტები, რომელთა საშუალებითაც მიახლოებით შეძლებთ განსაზღვროთ ბიუჯეტი პროექტისთვის. საბოლოოდ, ფასი დამოკიდებულია პროექტის სხვადასხვა ასპექტის სირთულეზე. საიტის შემთხვევაში, შეიძლება ეს იყოს კომპლექსური დიზაინი ან ფუნქციონალი, ტექსტების რაოდენობა და ა.შ.
შეთანხმებისას შევაჯამებთ შესასრულებელი სამუშაოების საერთო რაოდენობას და სირთულეს, რის შემდეგაც შევთანხმდებით პროექტის საბოლოო ბიუჯეტზე.
გრაფიკული დიზაინი
- ლოგო და ბრენდინგი
- სოც. მედია ვიზუალები, ბანერები
- ფოტო / ვიდეო მასალა
- Pitch Deck დოკუმენტის შექმნა
- Portfolio დოკუმენტის შექმნა
- UI / UX დიზაინი
ერთ გვერდიანი საიტი
- ჰოსტინგი
- საიტის დიზაინის შემუშავება
- სექციები (საჭიროების მიხედვით)
- Copywriting (საიტის ტექსტები)
- მოწყობილობებზე მორგება
- SEO ოპტიმიზაცია
კომპლექსური საიტი
- ჰოსტინგი
- საიტის დიზაინის შემუშავება
- სექციები (საჭიროების მიხედვით)
- დამატებითი გვერდები
- Copywriting (საიტის ტექსტები)
- ბლოგის შექმნა
- მოწყობილობებზე მორგება
- SEO ოპტიმიზაცია
კატალოგი / მაღაზია
- ჰოსტინგი
- საიტის დიზაინის შემუშავება
- მაღაზიის სექციები და გვერდები
- Copywriting (საიტის ტექსტები)
- მომხმარებელთა რეგისტრაცია
- მაღაზიის / კატალოგის ფუნქციონალი
- მოწყობილობებზე მორგება
- SEO ოპტიმიზაცია
* გრაფიკული დიზაინის შემთხვევაში, იგულისხმება სერვისები ცალ-ცალკე
დაგვიკავშირდით
გაქვთ პროექტის იდეა? დაგვიკავშირდით, ან მოგვწერეთ ინფორმაცია პროექტის შესახებ